суббота, 3 июля 2010 г.








1.პროექტის სათაური: ქართული ფოლკლორი
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან ფოლკლორის წარმოშობის და განვითარების ისტორიას
3.პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა პატივი სცენ მათ ტრადიციებს, მოიძიონ ინფორმაცია ქართული ფოლკლორის შესახებ.განვითარების რა ეტაპები გაიარა,ვინ იყვნენ ხალხური სიმღერის და ხალხური საკრავების პირველი შემსრულებლები,საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ფოლკლორის ნიმუშები.მოიძიონ ფოტო და ვიდეო მასალა,მოაგროვონ ხალხური ინსტრუმენტები და თავიანთი ინიციატივით მოაწყონ ფოლკლორის ოთახი,მოეწყობა ექვსკურსია ფოლკროლის ეროვნულ ცენტრში.
4.მონაწილეთა ასაკი: 9– 10 წელი
5.ვადები–ხანგძლივობა: 2 დან 6 თვემდე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები: ჯგუფური მუშაობა.თითოეულ ჯგუფს დაევალება მოიძიონ სხვადასხვა კუთხის ფოლკლორის ნიმუშები.საჭირო ინფორმაციის ინტერნეტით მოძიება.პროექტის სრულყოფილად განხორციელებისათვის მოსწავლეებს ვაცნობ მცირე ინფორმაციას ხალხური ფოლკლორის შესახებ.
7.მოსალოდნელი შედეგები/სარგებელი სხვებისათვის: ყველა სასურველი ინფორმაციის მიღების შემდეგ მოაქვთ შეგროვილი მასალები.აკეთებენ გამოფენას,ალბომს,აწყობენ ფოლკლორის ოთახს.დღევანდელ ახალგაზრდობას ნაკლებად აინტერსებთ ხალხური მუსიკა.ეს პროექტი ბევრს მისცემს დაინტერესებას,სურვილს დაეუფლონ ხალხურ საკრავებს და გააგრძელონ წინაპრების ტრადიციები.
8.სამუშაო ენა: ქართული.
9.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა მყავს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტ_ში ინტერნეტის საშუალებით მოიპოვებენ მასალას.
ხელოვნებაში –შექმნიან ხალხური საკრავების სხვადასხვა ნიმუშებს,გააკეთებენ ნახატებს.
11.პროექტის ფასილიტატორი: თეა კოხრეიძე
12.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tkoxreidze28@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:tkoxreidze.blogspot.com